27 სექტემბერი, 2020

ბარბარა სამხარაძის არაჩვეულებრივი იდეა

“ნიჭიერის” გამარჯვებულ მომღერალს ბარბარა სამხარაძეს არაჩვეულებრივი ინიციატივა აქვს და მის განხორციელებაში ნებისმიერ მსურველს შეუძლია ჩაერთოს:

“გამარჯობა, მე ბარბარა სამხარაძე ვარ და დღეს ჩემთვის მნიშვნელოვანი დღეა!

დაახლოებით 2 წელი ვფიქრობდი, რა შეიძლება გამეკეთებინა ისეთი, რომ სოფელში მაცხოვრებელ ხალხს, რომელთა აზრებიც ხშირ შემთხვევაში არავის აინტერესებს, მიმეცა მათთვის შესაძლებლობა ეთქვათ, თუ რა გზა გაიარეს, რას გრძნობენ და რა უნდათ.

ველოდებოდი, როდის მექნებოდა ისეთი კამერა და მიკროფონი, გადაცემას როგორიც სჭირდებოდა, მაგრამ ლოდინმა შედეგი ვერ გამოიღო. მეც ავდექი და რაც მქონდა, იმით დავიწყე ,,მოღვაწეობა”.

ასე შევქმენი გადაცემა ,,სოფლის დღიურები”, რომლის პრემიერაც დღეს საღამოს 21:00 საათზეა.

ძალიან მინდა, ვინმე ისეთი სპონსორი (თუნდაც არ იყოს კომპანია) გამომიჩნდეს, ვინც ყოველ გადაცემაში მოწვეულ სტუმრებს მცირედ საჩუქრებს მაინც გადასცემს, ან მათ ერთ პატარა სურვილს მაინც აასრულებს. სოფელში პატარა სიკეთესაც დიდი წონა აქვს. ვიმედოვნებ, ასეთი ადამიანიც გამოჩნდება.”