6 სექტემბერი, 2020

ასე ჟღერს მამის იავნანა

ასე ჟღერს მამის იავნანაიავნანას, როგორც წესი, პატარებს დედები უმღერიან.

– ამღერებული ტკივილი და გულში ჩასახუტებელი დარდი – ასეთი შესავალი წაუმძღვარა დეკანოზმა და პოეტმა თავმას ჩოხელმა თავის ლექსს “მამის იავნანა”:

“აგერ უკვე რა ხანია,
მთებში ღამეს სძინავს,
იავნანა, მამის დარდო,
დაიძინე ტკბილად.

უფალს ებარებოდეო,
გაგითენოს დილა,
სათუთო და მშვენიერო,
ჩემო პაწაწინავ.

მთვარეს, ღრუბლის სარეცელზე,
რა ხანია სძინავს,
ნანას გეტყვი გენაცვალე,
ჩემო თვალისჩინავ.

ვარსკვლავები ციმციმებენ,
შენს საყვარელ ფერებს,
გაიზარდე სამშობლოსთვის,
მამა ასახელე.

ლამაზო და სანატრელო,
ჩემო გულის დარდო,
შენს ზღაპრების საუფლოში,
მზეც კი დანავარდობს.

იავნანა, მამის დარდო,
გარეთ ღამეს სძინავს,
ჯერ, მამალს არ უყივლია,
დაიძინე ტკბილად…”