აკაკი ხორავას განუხორციელებელი ოცნება

აკაკი ხორავას განუხორციელებელი ოცნებათეატრისა და კინოს მსახიობის აკაკი ხორავას განუხორციელებელი ოცნება უკავშირდება თეატრს, რომელსაც თანამოაზრე კოლექტივი ეყოლებოდა:

“მე ვოცნებობ თეატრზე – თანამოაზრე კოლექტივზე, სადაც ყველა ჭეშმარიტი მეგობრობით არის გაერთიანებული.

თეატრზე, რომელსაც თავისი ტრადიციები უყვარს და უფრთხილდება.

თეატრზე საიდანაც სხვა თეატრში ვერა და ვერ გადახვალ და სადაც სხვა თეატრიდანაც უბრალოდ ვერ მიხვალ, რადგან ამ თეატრს ძალზე გამოკვეთილი და განსაკუთრებული სახე აქვს და ძალზე შეხმატკბილებულად ჟღერს მისი ორკესტრი.

დაე, ეს თეატრი ცხოვრების ცნობისმოყვარეობით, თანამედროვეობის წყურვილით სუნთქავდეს, მოწინავე იდეების აქტიურ დანერგვას ფიქრობდეს.

დაე, მან ხელოვნების ყველა საშუალება გამოიყენოს, არ შეუშინდეს სწრაფვას, თამამად შეეგებოს ახალს. ჩვენ, ყველამ ძველებმა თუ ახალგაზრდებმა ერთობლივად უნდა მოვკიდოთ ხელი საქმეს და ხალხის სასიხარულოდ შევქმნათ სწორედ ასეთი თეატრი.”