21 აგვისტო, 2020

ზურა ყიფშიძის დაუვიწყარი მოგონება ილია მეორეზე

ზურა ყიფშიძე: "ჩემს თავს ინტელიგენტსაც ვერ დავარქმევ"მსახიობ ზურა ყიფშიძის ცხოვრებაში არაერთი დაუვიწყარი ეპიზოდი ყოფილა, თუმცა სრულიად საქართველოს კათოლკიოს პატრიარქის ილია მეორის ვიზიტი თეატრში და სპექტაკლზე “შუშანიკის წამება” მისთვის დღემდე დაუვიწყარია:

“შუშანიკის წამება” რომ ვითამაშეთ, მისი უწმინდესობა მობრძანდა თეატრში. მე ვთამაშობდი ვარსქენ პიტიახშს. ისეთი შეფასება მომცა პატრიარქმა, ამდენი წელია, თეატრში ვმუშაობ და ასეთი სწორი რამ არავის უთქვამს:

“მაინც ერის კაცი ყოფილა ვარსქენი. იმ ყველაფერს, რაც მან გააკეთა, ერისთვის აკეთებდა. მთლად მგელი და ოხერი არ ყოფილაო.”

მიმახვედრა, რომ მხოლოდ ზედაპირულად არ მქონდა წაკითხული ეს ნაწარმოები. ეს ყველაზე ძვირფასი შეფასებაა, თუ რამე მქონია ცხოვრებაში.

სასულიერო პირის თამაში ჩემთვის არ შემოუთავაზებიათ. მარჯანიშვილის თეატრში იყო სპექტაკლი “პილატე” ბულგაკოვის “ოსტატი და მარგარიტას” მიხედვით. იეშუას როლი მქონდა, მაგრამ ვერ ვითამაშე. ხან ავარიაში მოვყევი, ხან რაღაც ვიტკინე, ავად გავხდი, ლოგინადაც კი ჩავვარდი.”