12 აგვისტო, 2020

უზრდელის გენიალური განმარტება შალვა ამონაშვილისგან

შალვა ამონაშვილი: „სკოლამ სული გაუშვა ხელიდან!"უზრდელის გენიალური განმარტება შალვა ამონაშვილისგანჰუმანური პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში შალვა ამონაშვილი უზრდელს გენიალურად განმარტავს:

“უზრდელი – როცა ადამიანი გაზრდილია და არა აღზრდილი. როცა ადამიანისათვის არ არსებობს პატივსაცემი პიროვნება, როცა შეუძლია ადამიანს ყველაფრის გაქილიკება… როცა აღუზრდელობა აძლევს უფლებას ყველაზე და ყველაფერზე თქვას ის, რაც უნდა; აკეთოს ის, რაც სურს, რადგან თვითონ იტანჯება არასრულყოფილების კომპლექსით…

უზრდელს შეუძლია გააუბრალოვოს ყველა და ყველაფერი… და, რადგან უზრდელობით სიამაყე გამოწვეულია არასრულყოფილების კომპლექსით, ამიტომ რაც არ უნდა უჩიჩინო უზრდელს, ვერ შეცვლი, ხოლო ლანძღვა რომ დაუწყო, მაშინ ზრდილობა გახდება იშვიათი…”