20 აგვისტო, 2020

უმნიშვნელოვანესი ინფორმაცია ხახულის ღვთისმშობელზე და ანჩისხატზე

ბუბა კუდავა: "ასე გადავარჩინეთ ანჩის ხატი"ხახულის ხატზე და ანჩისხატზე უმნიშვნელოვანეს ინფორმაციას ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი ავრცელებს:

“ხახულის ღვთისმშობელზე და ანჩისხატზე, ჩვენი საგანძურის შეუვალი და თავდადებული მცველი, აწ განსვენებული ელენე კავლელაშვილი:

„VII-VIII საუკუნის მსოფლიოს დიდი მამები პირდაპირ ამბობენ – ასლი ტოლფასია დედნისა. ეს ბრძანა უწმინდესმა და ანჩისხატის არაერთი ასლი გვაქვს.

ანჩისხატი ორჯერ გადავაადგილეთ ც 1991-1992 წელს თბილისში განვითარებული მოვლენების გამო (რადგან ძალიან საშიში იყო) 10 მეტრი გადავაადგილეთ და 1999 წელს, როდესაც სარემონტო სამუშაოები ჩატარდა, ექსპოზიცია ფონდში გავიტანეთ.

ყოველი დაძვრის დროს შიგნიდან, თვითონ ხიდან მთელი მასა მოდის – იძვრება და ჩამოდის. VI საუკუნის ხესთან გვაქვს საქმე, თავი რომ დავანებოთ მოჭედილობას, რომელშიც რეკრისტალიზაციის რთული პროცესია. 1977 წელს ჩატარებულმა სარემონტო სამუშაოებმა ცუდი შედეგი გამოიღო და არაერთხელ მინახავს მის ზედაპირზე ამოსული სპილენძი – ვერცხლიდან გამოთავისუფლებული სპილენძი.

იმიტომ ვარ ასე ძალიან აღელვებული და შეშფოთებული, რომ მე მინახავს მასში რა პროცესი ხდება და რა საფრთხის წინაშე ვდგავართ. ეს რომ არ მენახა, ალბათ, ჩემში ეს რეაქციები ნამდვილად არ იქნებოდა.

ასევეა ხახულის ხატი – ხახულის ხატის ხე XII საუკუნისაა, მეთორმეტე საუკუნიდან მაგ ხეზეა, ორი აზრი არ არის და ის ხე რომ ამოძრავდება (იგი ხომ გამომშრალი, გამყიფებულია), ყოველი მისი მოძრაობა მასში სტრუქტურულ ცვლილებებს იწვევს, ჩვენ გვინდა თუ არ გვინდა.

გვეუბნებიან ჩვენ ამას გავამაგრებთო. რით უნდა გაამაგრონ, წებოებით?! მას წებო თუ მივაკარეთ, საბოლოოდ დაიღუპება. წებო ჯერ ერთი უარყოფითად მოქმედებს, მერე პოლიმერიზაციის უნარს მაქსიმუმ ორმოცდაათი წელი შეინარჩუნებს. 50 წლის შემდეგ ის შეწებების უნარს კარგავს და წებო თუ არ მოაცილე, ახლა ის აზიანებს. და რის წინაშე ვდგებით? შეიძლება ეს დავუშვათ?!“