6 აგვისტო, 2020

უმაღლესი ჯილდო სუხიშვილებს

"სუხიშვილების" მკრეხელობაანსამბლი “სუხიშვილები” უმაღლესი ჯილდოს მფლობელი გახდება – არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭება.

ინფორმაცია საქართველოს ქორეოგრაფთა კავშირმა გაავრცელა:

“წოდება მხოლოდ რამდენიმე სფეროში გაიცემა და ქვეყნის მასშტაბით სულ 57 ელემენტს აქვს მინიჭებული. მალევე შესაძლოა, ქართული ნაციონალური ბალეტი ,,სუხიშვილები“ იუნესკოს მსოფლიოს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაში – ქვევრის, ქართული პოლიფონიის, ღვინის დაყენების უძველესი მეთოდის და ქართული ანბანის სიას დაემატოს.

ეროვნული კატეგორიის უმნიშვნელოვანესი სტატუსი ანსამბლს სპეციალურმა საბჭომ უნდა მიანიჭოს.”

სიახლეს ქორეოგრაფი დავით ფოცხიშვილი გამოეხმაურა:

“ბრავო! გენი-ოსები….

ვერ გავიგე და ამიხსენით! ქართული ცეკვა ერთი ოჯახის საკუთრებაა თუ საქართველოს საგანძური? ალბათ შეცდომაა რასაც ინტერნეტში ავრცელებენ: “ანსამბლ სუხიშვილებს არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭებაო”… გამოდის, რომ ილიკო სუხიშვილს და ნინო რამიშვილს მოუგონიათ ქართული ცეკვა? რატომ შეგყავთ ხალხი შეცდომაში და რატომ ადებილებთ?

არავის არ ვაკრიტიკებ! ქართველი ვარ და მიტყდება რასაც ვხედავ! ნუ მიიღებთ ჩემს პოსტს შურით, ღვარძლით და ა.შ… შვილებს გეფიცებით ეს არასწორი საქციელია და ძალიან დიდი შეურაცხყოფაა ყველა ქორეოგრაფისთვის… სანამ სუხიშვილები დაარსდებოდა უკვე 3 ანსამბლი არსებობდა და ჯარი ქორეოგრაფების, მოცეკვავეების და ა.შ.. ვინც მართლა ამოკრიბა მარგალიტებივით თითიეული ცეკვის ილეთი, ისტორია და საერთოდ ფოლკლორი…

რატომ მიკერძოებულად სუხიშვილებს და რატომ არა ქართულ ცეკვას, როგორც ძეგლს? ქართულ ცეკვაში შედის: სუხიშვილებიც, ერისიონიც, რუსთავიც, ფოცხიშვილებიც, კობეშავიძეებიც, პაპიაშვილებიც, სულაბერიძეებიც, მხეიძეებიც და ყველა თქვენთაგანის გვარი….

“ვეფხისტყაოსანი” ერთი ოჯახის საკუთრებაა თუ საქართველოს ძეგლია? მალადეც ძმაო! მე კიდევ ვფიქრობ, რომ ეს რაღაც ტყუილი ინფორმაციაა, გაზვიადებული… არ ვიცი რა დავარქვა ამ ქმედებას, არ მინდა დავიჯერო! ვენაცვალე ყველა ანსამბლს, ყველა მოცეკვავეს და ყველა ხელოვანს, ხმა ამოიღეთ ხალხნო! პატრონი გვყაავს საერთოდ?”