6 აგვისტო, 2020

სესილია თაყაიშვილი ასინეთაზე

სესილია თაყაიშვილი ასინეთაზემსახიობმა სესილია თაყაიშვილმა ფილმში “დათა თუთაშხია” ასინეთას როლი შეასრულა და საკუთარ უკიდეგანო ნიჭიერებაში ათასობით ადამიანი კიდევ ერთხელ დაარწმუნა.

ამ გმირის შექმნის ისტორიას მსახიობი სიამოვნებით იხსენებდა:

„ერთ დღეს შევედი გარდერობში, 45 ზომა ჩექმა ავირჩიე. წითელი ნაოჭმიყრილი ბოლოკაბა, რომლის შიგნით ფართხუნა, გლეხური შარვალი ჩავიცვი. კაბა წითელი, შარვალი ნაცრისფერი, ზემოდან მეცხვარის უსახელო სათბილობელი.

წელზე ყაბალახი შემოვიხვიე. ეს შტრიხი ჩემმა წელკავმა მიკარნახა და ვიფიქრე, სწორედ აქედან დავიწყებ თამაშს! წაკუზულმა რომ გავიარე, სიცილი ვეღარ შეიკავეს, მოეწონათ და მეც ვიგრძენი, რომ ეს უკვე ასინეთა იყო. ასეთი სიარული, მის ქურდულ გამოხედვას და საძაგელ, ჯაშუშურ ბუნებას, კიდეც მიესადაგა, უკეთ გამოიკვეთა.”