21 აგვისტო, 2020

საგანგაშო მდგომარეობა ილტოზას ტაძარსა და კოშკში

საგანგაშო მდგომარეობა ილტოზას ტაძარსა და კოშკშიილტოზაში ტაძრისა და კოშკის აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს, თუმცა სერიოზული დარღვევებით.
ინფორმაცია ხელოვნებათმცოდნე კახა ხიმშიაშვილმა გაავრცელა:

“ვიყავი ილტოზაში, როგორც ვნახე სამუშაოები ფართო ფრონტით მიმდინარეობს, თუმცა დღეს იქ არავინ მუშაობდა.

რაც ვნახე – ილტოზაში ტაძრის და კოშკის აღსადგენად იყენებენ ცემენტის ხსნარს, რაც სრულიად შეუთავსებელია კირით აშენებული კედლების აღდგენისას.

კიდევ უფრო საგანგაშო კი ისაა, რომ სამხრეთის ეკვდერში მიწის ფენაა მოხსნილი და იქვე ეყარა კერამიკის ფრაგმენტები და ძვალი. ჩემი მრავალწლიანი გამოცდილებით ასე მასალას არც ერთი არქეოლოგი არ დაყრიდა.

აქედან ვასკვნი, რომ არქეოლოგიური ზედამხედველობა ან არ მიმდინარეობს, ან მხოლოდ ფორმალურად.”

საგანგაშო მდგომარეობა ილტოზას ტაძარსა და კოშკში

საგანგაშო მდგომარეობა ილტოზას ტაძარსა და კოშკში