რობერტ რედფორდი ქართველებზე

რობერტ რედფორდი ქართველებზეამერიკელი მსახიობი რობერტ რედფორდი ქართველებზე განსაკუთრებული წარმოდგენისაა.

ამის დასტურია რეჟისორ ელდარ შენგელაიას მოგონება, რომელიც ამერიკელი მსახიობის თბილისში ვიზიტს უკავშირდება:

“საქართველოში რობერტ რედფორდი ოჯახთან ერთად მოსკოვიდან ჩამოფრინდა. გზაში მეუბნებოდა, სასტუმროში წავალთ, ძალიან დავიღალეთო. თქვენთვის სპეციალურად კონცერტია დაგეგმილი-მეთქი. სუხიშვილების კონცერტი იყო. მაშინ ოჯახი დავტოვოთ და მე წამოვალო. სასტუმრო “თბილისში” დავტოვეთ.

ძალიან ემოციური კაცი იყო. დაიწყო კონცერტი და პირველივე ცეკვის შემდეგ მთარგმნელს მიუბრუნდა, სასწრაფოდ ჩემი ოჯახი მოიყვანეთო. უყურა, უყურა ქართულ ცეკვებს, ძალიან მოეწონა, ხალხიც ძალიან თბილად შეხვდა, კონცერტის ბოლოს ავარდა სცენაზე და ნინო რამიშვილს ხელები დაუკოცნა. თითქმის მთელი ანსამბლი დაკოცნა…

…დილაობით ალექსანდრეს ბაღში დარბოდა ხოლმე. ერთხელ გავუარე და წავედით პურის სახლში. რომ დაინახა, როგორ აკრავდნენ თონეში ლავაშს, დაიჩემა, პური მეუ უნდა ჩავაკრაო და კინაღამ თონეში ჩავარდა. ფეხებში მოვკიდე ხელი და ამოვათრიე…

…მერე წავედით ჯვარზე. მცენარეები უყვარს და იღებდა, ახლა კინაღამ იქიდანაც გადავარდა. მერე დეზერტირების ბაზარში გამოვიარეთ, სუნელების ყიდვა უნდოდა. გამყიდველმა ყველანაირი სუნელი შეუხვია და მიაწოდა. რობერტმა ასდოლარიანი გაუწოდა. გამყიდველმა უპასუხა, კინოში გნახეთ და თქვენგან ფულს როგორ ავიღებო? გადაირია, ვინ ხართ თქვენ, ამერიკაში ასეთი რამ არ ხდებაო…

…როცა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედია მოხდა, რობერტმა წერილი გამომიგზავნა: – ქართველები არაჩვეულებრივი ხალხია და ასეთი სასჯელის ღირსი არ არიანო! ამდენი ნაცნობი ხელოვანი მყავს და მხოლოდ მან გამომიგზავნა მაშინ წერილი.”