22 აგვისტო, 2020

რეზო ჩხეიძისგან მოტყუებული ელენე ყიფშიძე

რეზო ჩხეიძისგან მოტყუებული ელენე ყიფშიძემსახიობი ელენე ყიფშიძე ცხოვრებაში არაერთ გამოწვევას გაუმკლავდა, ბევრი დაბრკოლება გადალახა და ბევრს წარმატებასაც მიაღწია.

გამბედავი და შეუპოვარი მსახიობი არასდროს იხევდა უკან იქ, სადაც საჭირო იყო.

როდესაც რეზო ჩხეიძემ “მაია წყნეთელის” გადაღება გადაწყვიტა, ელენე ყიფშიძეს ბოლო წამამდე არწმუნებდა, რომ მთავარ როლს ის ითამაშებდა. მსახიობს თეატრში უკვე ჰქონდა ეს როლი ნათამაშევი და ყველა სპექტაკლი ანშლაგებითაც მიდიოდა. პარალელურად, ელენე ყიფშიძე ერევანში მიიწვიეს, სადაც მაია წყნეთელი სომხურად ითამაშა და იქაც დიდ წარმატებას მიაღწია.

რეზო ჩხეიძის “მაია წყნეთელის” გადაღებებს მსახიობის შვილი ზურა ყიფშიძე იხსენებს:

“მახსოვს, ლენა ეუბნებოდა რეზო ჩხეიძეს, მითხარი, ნუ დამიმალავ თუ მე არ გადამიღებო. რეზო ეუბნებოდა, არა, შენ გიღებო. ბოლოს ოპერატორმა შეამზადა ლენა, რომ როლზე ლეილა აბაშიძეა დამტკიცებული, უკვე ცხენზეც დადისო.

ლენა მივიდა რეზოსთან, ის ისევ ეუბნებოდა შენ გიღებო. ოჯახებით ახლოს ვიყავით და ალბათ ვერ ეუბნებოდა სიმართლეს. ლენამ უთხრა, აბა შენი შვილი ბიძო (ბიძინა ჩხეიძე) დაიფიცე, რომ მე მიღებო.

რეზომ უთხრა, გეფიცებიო და გააქანა დედაჩემმა და წყვიტა სახეში.

ამ მხრივ ცოტა ისეთი კი იყო ლენა – გიჟური, ფეთქებადი ხასიათის, მოთმენის დიდი უნარი ჰქონდა, მაგრამ ბოლოს თუ ამოუვიდოდა, ამოუვიდოდა…“