ქრისტოფორო დე კასტელი ქართველ ქალებზე

ქრისტოფორო დე კასტელი ქართველ ქალებზეXVII საუკუნის იტალიელი მისიონერი ქრისტოფორო დე კასტელი საქართველოში მოგზაურობისას განსაკუთრებით ქართველი ქალებისადმი დამოკიდებულებამ მოხიბლა, რაც საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა:

“ქართველები სადღეგრძელოს სვამენ ქალების წინ მუხლმოყრილნი, არა მხოლოდ ჭიქებით, თასებით და ყანწებით, არამედ ქალის ფეხსაცმლითაც…

ნადიმში ეპისკოპოსებიც ქალების წინ მუხლმოყრილნი ღვინოსა სვამენ. ასეთმა სანახაობამ ჩვენ გაგვაოცა, მით უმეტეს ერთ დღეს მათმა არქიეპისკოპოსმა მითხრა: უქალებოდ რას ემგვანებოდა ქვეყანა, სადაც ქალები არ არიან, იქ არ შეიძლება კამყოფილება იყოს, რადგან მთელი საქართველო გრძნობას არის აყოლილიო…

ქართველი ქალები სმაში თავშეკავებულნი არიან. მრავალ ქეიფს დავსწრებივარ და არასოდეს არ მინახავს მსმელი ქალი. კაცები კი ყველა მსმელია დაწყებული ერთიდან და გათავებული უკანასკნელამდე…”