27 აგვისტო, 2020

ყველაზე პოეტური ნიკო გომელაური

მსახიობმა ნიკო გომელაურმა თავისი პოეზიით ათასობით ადამიანი მოხიბლა. მისი ლექსები იმდენად გულწრფელი და მართალია, რომ უმრავლესობა მკითხველმა ზეპირად იცის.

“არტ ინფო” გთავაზობთ ნიკოს ერთ-ერთ ლექსს, რომელიც მისი პოეზიიდან ყველაზე პოეტური ლექსია:

“შეშლილი ქარი კვლავ მედავება
აფრიალებას შენი კაბისას…
ნუთუ არსებობს, მე რომ დავება,
ნუთუ გაიტანს ქარი თავისას?
სულელი სეტყვა ჰყრის მარგალიტებს,
რომ დაგამშვენოს ცივი მძივებით.
შემკრთალი მთვარე თვალს არ გარიდებს,
გადარეულა შენი წვივებით.
წვიმა თავნება პირსახეს დაგბანს,
მოგიალერსებს სველი ხელებით.
და შეეცდება ზეცა შენს დაბმას,
ოცნების მსგავსი ცისარტყელებით…
მაგრამ უქმეა მათი ხარჯები.
ვიცი, რომ მაინც ჩემთან დარჩები!”