18 აგვისტო, 2020

ყველაზე გულწრფელი მიძღვნა თბილისს

თამაზ ჭეიშვილის სამაგალითო გადაწყვეტილებათბილისს არაერთმა პოეტმა, მწერალმა, მხატვარმა, კომპოზიტორმა თუ მომღერალმა მიუძღვნა სადიდებელი ლექსი, სიმღერა, ნახატი, პოემა თუ ჩანახატი.

მწერალმა თამაზ ჭეიშვილმა კი თანამედროვე თბილისს მოკლე, მაგრამ მრავლისმთქმელი სტროფები უძღვნა:

“გამარჯობა ჩემო დეედა ქალაქო…
ბეტონის და არმატურის ალაგო!
ცემენტით და გაჯით სუნთქავს თბილისი,
მტვრით იხრჩობა ივნისსა და ივლისში!
აგვისტოში ჰიპოქსია გვაბრუებს…
ოცნებები ჩვენს ყრმობაში გვაბრუნებს:
თან დაგვდევდა სიყვარულის აურა,
ვმეგობრობდით გივი, ვაჟა, ლაურა…”