11 აგვისტო, 2020

“ქართველი ლამაზმანი” – კარლო გოლდონის ტრაგიკომედია

"ქართველი ლამაზმანი" - კარლო გოლდონის ტრაგიკომედია“ქართველი ლამაზმანი” ხუთმოქმედებიანი ტრაგიკომედიაა, რომელიც იტალიელმა დრამატურგმა კარლო გოლდონმა დაწერა.

მისი პირველი გამოცემა ხელოვნების სასახლის მზუნველთა საბჭოს თავმჯდომარემ არჩილ გელოვანმა სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა.

გიორგი კალანდია, ხელოვნების სასახლის დირექტორი:

„ქართველი ლამაზმანი“ კარლო გოლდონის 5-მოქმედებიანი ტრაგიკომედიაა, რომელიც 1761 წლის დეკემბერში ვენეციის სან ლუკას თეატრში დაიდგა და მაყურებელთა შესაშური ინტერსი დაიმსახურა.

კომედიის შინაარსის მიხედვით, ტირანი მეფე დადიანი, რომელიც ერთ გვირგვინქვეშ საქართველოს გაერთიანებას ცდილობს, ომს უცხადებს გურიის თავად „ბაჰარატს“ (ბაჩარატს), რომელმაც დაივიწყა ვალდებულება ხარკის სახით სპარსეთის მეფისათვის 100 ქალწული გაეგზავნა. ამ შეცდომის სანაცვლოდ, ბაჰარატმა დადიანს საკუთარი მშვენიერი ქალიშვილი თამარი შესთავაზა, ამ უკანასკნელმა კი წარმოქმნილი უთანხმოება გონიერებითა და სიმშვიდით მოაგვარა.

ამ ამბავს ალბათ დიდხანს ვერ გავიგებდი, რომ არა ჩემი მეგობარი და მუზეუმის მზრუნველთა საბჭოს თავმჯდომარე არჩილ გელოვანი, რომელმაც უკვე იპოვნა ამ უნიკალური ტრაგიკომედიის პირველი გამოცემა. ისიც ზუსტად ვიცი რომ აუცილებლად იყიდის და ჩამოიტანს საქართველოში! არჩილ, მეამაყები ძმაო!”

"ქართველი ლამაზმანი" - კარლო გოლდონის ტრაგიკომედია