5 აგვისტო, 2020

ოთარ ჭილაძე მედროვეებზე

ყოველდღიური საკითხავი ოთარ ჭილაძისგანმედროვეები ყველა დროის აქტუალური საკითხია. მწერალმა და პოეტმა ოთარ ჭილაძემ მედროვეებს თავის ჩანაწერებში საკმაოდ მოკლე, მაგრამ უზუსტესი დიაგნოზი დაუსვა:

“მთავარია, საზოგადოება იყოს მტკიცე და იოლად არ იცვლიდეს ერთხელ და სამუდამოდ ჩამოყალიბებულ აზრს მარადიულ ცნებებზე.

საზოგადოება, რომელიც პატივს არ მიაგებს, ვთქვათ, ღირსეულ შემოქმედს და, თუნდაც, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, ფარზე შესვამს მედროვეს, რასაკვირველია, ჯანსაღ საზოგადოებად ვერ ჩაითვლება…”