14 აგვისტო, 2020

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია“ნიჭიერის” გამარჯვებული ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია:

“ამ წუთამდე ვიკავებდი თავს, მაგრამ თუნდაც იმიტომ, რომ იგივე სხვას არ დაემართოს, ეს უნდა დავწერო.
ეს არის აფერისტი და თაღლითი ადამიანი გოჩა ადამია, რომელიც დამიკავშირდა და შემომთავაზა ბათუმში კონცერტებზე ჩემი ქვიშის არტით მონაწილეობა. ამ ადამიანთან 2015 წელსაც ვითანამშრომლე. (მაშინაც ექსტრემალური და არაორგანიზებული იყო ყველაფერი, მაგრამ ნუ მაინც ჩაიარა ნორმალურად. ჰყავდა სპონსორი, რომლის კომპანიის ლოგოები გამოვიყენე ხატვის პროცესში და თანხა გადაიხადა.) ამიტომ ვიფიქრე, რომ ამჯერადაც მეთანამშრომლა. თან იმის გათვალისწინებით, რომ ამ ქვეყანაში თითქმის არაფერი არ ხდება და მონატრებული მაქვს სცენა, ალბათ ბოდვაც ადვილად შემიძლია დავიჯერო.

მოკლედ, მთხოვა რამოდენიმე კომპანიის ლოგოები წინასწარ დამეხატა და დამონტაჟებული ვიდეო რგოლები გამემზადებინა. ამის გარდა, მომემზადებინა ორი ნომერი ცოცხალი შოუს მოსაწყობად. მითხრა, რომ სამ ღონისძიებაზე უნდა გამოვსულიყავი, სადაც გამოიყენებდნენ ჩემს მიერ მომზადებულ ვიდეო-რგოლებსაც და თითო საღამოს ორ-ორჯერ დამეხატა. შევთანხმდით თანხაზეც და ვთხოვე მასალის გამოგზავნა და წამოსვლამდე ავანსის ჩარიცხვა.

დავიწყე მუშაობა, სამი ღამე თითქმის გავათენე. გავამზადე ვიდეოები, დავამონტაჟებინე, გადავუგზავნე, მოვამზადე ორი შოუ და წასვლამდე ველოდებოდი ავანსს. ავუხსენი, რომ ხარჯები მქონდა, მემონტაჟის თანხაც გადასახდელი, საწვავის და მოკლედ მჭირდებოდა თანხა. ბოლომდე მპირდებოდა, რომ ჩარიცხავდა, მაგრამ შემდეგ მთხოვა რამენაირად ჩავსულიყავი და იქ დამახვედრებდა. (აი, აქ დავუშვი შეცდომა) ვენდე, ღამენათევი, გადაღლილი დავჯექი საჭესთან და წავედი ბათუმში. რომ ჩავედი, აი, იქიდან დაიწყო კოშმარი. ჯერ სამი საათი ჩასული მალოდინა, რომ არ ჰქონდა მოგვარებული, სად მაბინავებდა.

პირველი კონცერტის ჩატარების “მცდელობა” შედგა. თუმცა ვერ გამიმართეს ტექნიკურად და ჩემი შოუ ვერ გავიდა ეკრანზე.ა სეთ დროს მე ისე განვიცდი, ვერ აგიღწერთ. მე მაინც ვხატე და იქ მყოფი ბავშვებისთვის მასტერკლასი ჩავატარე.

ამის შემდეგ, სამი დღე მატყუა, რომ შემდეგი კონცერტი იგეგმებოდა ბათუმის პიაცაზე და იქნებოდა კარგად ორგანიზებული. მე მივედი პიაცაზე, გადავამოწმე და არანაირი კონცერტი არ იგეგმებაო. მოკლედ, ისიც ვერ მივხვდი ამ ადამიანს ეს ყველაფერი რაში დაჭირდა, რა გააკეთა ამით. რატომ მაწვალა და რისთვის ჩამომიყვანა. არ მომცა არცერთი ლარი და, აი, ახლა ვზივარ სასტუმროში და ველოდები, იქნებ წასასვლელი თანხა მაინც მოიტანოს და აქედან გავიდე. ამ სასტუმროს თანხაც გადასახდელი აქვს როგორც გავარკვიე.

მაპატიეთ ამხელა პოსტისთვის. უბრალოდ არ ვიცი რა უნდა ქნა ასეთ დროს და მინდა საჯაროდ განვაცხადო, რომ ეს ადამიანი არის აფერისტი და თაღლითი. მეკონტაქტებოდა ორი ფბ გვერდიდან, რომელიც რაღაც თავისი ორგანიზაციების გვერდებია. ვდებ ამ ადამიანის ფოტოს და მიმოწერის სქრინებს.”

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია

ნონა გიუნაშვილი თაღლითობის მსხვერპლია