მოუსმინეთ ანა კალანდაძეს!

მოუსმინეთ ანა კალანდაძეს!პოეტ ანა კალანდაძეს და მის შემოქმედებას გულშემატკივართა დიდი არმია ჰყავს.

1980 წელს დაწერილი მისი ლექსი სოფელ ბისოზე უზუსტესად ეხმიანება ორიოდე დღის წინ მომხდარ უმძიმეს ტრაგედიას:

“წვიმს, წვიმს ბისოში
კოკისპირულად…
ჩვენს წინ სატვირთოს
უჭირს, ჩერდება.
ირგვლივ ჯანღია,
წვიმა და ჯანღი
და მიმალული
ნისლში ქედები.
ახალგაზრდები
საწვიმარს შლიან,
ფეხით მისდევენ
გზასა და გზაწვრილს.
ნახევრად ღია
კაბინის სარკმლით
ვიღაც ნაწვიმარ
ყაყაჩოს მაწვდის…
წვიმს, წვიმს ბისოში
კოკისპირულად.”