29 აგვისტო, 2020

მიხა ხელაშვილის საფლავი ჩააბეტონეს

მიხა ხელაშვილის საფლავი ჩააბეტონესსაბჭოთა რეჟიმის მიერ მოკლული 25 წლის პოეტის მიხა ხელაშვილის საფლავი ჩარგალში ჩააბეტონეს.

ინფორმაცია და ფოტო “მთის ამბებმა” გაავრცელა:

“მთის ამბები“ საბჭოთა რეჟიმის მსხვერპლის მიხა ხელაშვილის შესახებ დოკუმენტურ ფილმს იღებს. დღეს, ჩარგლის სასაფლაოზე მისულებს ასეთი სურათი დაგვხვდა. მიხა ხელაშვილისა და მისი დედის საფლავი დაუბეტონებიათ. ადგილობრივების თქმით, თიანეთის მერი საფლავის მოპირკეთებას გეგმავს.

ვინც მიხას ბიოგრაფიას, მის ხასიათსა და შემოქმედებას ცოტათი მაინც იცნობს, დაგვეთანხმება, რომ ჩატარებული სამუშაოები ყოვლად გაუმართლებელი და შეუსაბამოა გარემოსთან, მიხას ცხოვრების წესთან და რაც მთავარია, ანდერძთან:

„მენაც თქვენსაებრ მაღირსოს,
შინ გათლილ კუბოს ფიცარსა,
სამუდმოდ ჩასაბარებლად
სამარეს ახადისასა!“

ნატვრისა და ანდერძის თანახმად, მიხას ახადში დაკრძალვა სურდა.”