15 აგვისტო, 2020

მამუკა კიკალეიშვილის აუხდენელი ოცნება

მამუკა კიკალეიშვილის აუხდენელი ოცნებამსახიობი მამუკა კიკალეიშვილი 39 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიუხედავად ხანმოკლე ცხოვრებისა, მან უდიდეს გამოწვევებს გაუძლო – უკურნებელმა სენმა უფროსი ძმა წაართვა, რამაც ლაღი და მხიარული ადამიანი სრულიად შეცვალა და გულჩართხრობილი გახადა.

მამუკამ დღიურების წერა დაიწყო და გულახდილად ყვებოდა თავის ცხოვრებაზე. ასევე გულახდილად სურდა ფილმი გადაღება იმ საშინელ სენზე ნარკოტიკებზე, რომელიც მას შეეყარა და უდიდესი მცდელობის მიუხედავად, თავს ვეღარ ანებებდა:

“მამუკაც იმ სენმა შეიწირა, რამაც ბევრი, ვინც რეალობიდან გაქცევა სცადა. ძალიან ნდომებია ფილმის გაკეთება ნარკომანიაზე, სადაც მაყურებელს გულახდილად მოუყვებოდა, რა ჯოჯოხეთი გამოიარა,” – იხსენებს მსახიობის დედა, ასევე მსახიობი ლეილა ძიგრაშვილი.

მამუკა კიკალეიშვილი სიცოცხლის ბოლო წლებში რუსეთში მუშაობდა. მსახიობი საკუთარ სახლში გონდაკარგული იპოვეს. იგი გონზე მოუსვლელად გარდაიცვალა. გავრცელებული ინფორმაციით, მას საძილე საშუალების ზედმეტი დოზა ჰქონდა მიღებული, რამაც მსახიობის სიკვდილი გამოიწვია.

ოცნება – გადაეღო ფილმი ნარკომანიაზე და ყველაზე გულწრფელად მოეყოლა, რა ჯოჯოხეთის გავლა უწევდა – აუხდენელ ოცნებად დარჩა.