10 აგვისტო, 2020

ლელა ვეფხვაძის ტანჯვის ბედნიერი დასასრული

ლელა ვეფხვაძის ურთულესი მდგომარეობა9 აპრილის გმირის, უსინათლო მომღერლის ლელა ვეფხვაძის მრავალწლიანი  ტანჯვა დასრულებულია. სულ მალე მას საკუთარი ჭერი ექნება.

ინფორმაცია ლევან მაღლაკელიძემ გაავრცელა:

“გილოცავთ ძვირფასო თანამოქალაქენო! მიზანი მიღწეულია, ჩვენი გმირი ლელა ერთობით ფეხზე წამოვაყენეთ. უახლოეს დღეებში ამ სიმღერას ლელა საკუთარ ჭერქვეშ შეასრულებს.

დიდი მადლობა ყველას მხარში დგომისათვის. უღრმესი მადლობა ,,ქართუ ფონდს” ,,ღირსების საქმის” ღირსეულად დაგვირგვინებისათვის! მრავალჟამიერ!”