13 აგვისტო, 2020

ლაშა კუხიანიძე მე-20 სართულიდან გადავარდა

ლაშა კუხიანიძე მე-20 სართულიდან გადავარდაახალგაზრდა მსახიობის ლაშა კუხიანიძის ცხოვრება ყველასთვის მოულოდნელად ტრაგიკულად დასრულდა.

გავრცელებული ინფორმაციით, იგი მე-20 სართულიდან გადავარდა. ჯერჯერობით უცნობია, მომხდარი ტრაგედია თვითმკვლელობაა თუ უბედური შემთხვევაა.

ლაშა ჯერ კიდევ სტუდენტობის პერიოდში მონაწილეობდა სატელევიზიო ფილმებსა და სერიალებში, ბათუმის თეატრის სპექტაკლებში, რეპეტიციები ახლაც ჰქონდა და სპექტაკლის პრემიერა სულ მალე უნდა გამართულიყო.

მსახიობს 15 აგვისტოს ქუთაისში დაკრძალავენ.