მსახიობი კახი კავსაძე თავის კოლეგასა და მეგობარზე ზურაბ ქაფიანიძეზე ყოველთვის სიამოვნებით იხსენებს ამბებს, რომლებიც მას ახალგაზრდობის წლებში ამოგზაურებს.
ამჯერად მსახიობმა მათი ერთობლივი ფოტოს ისტორია გაიხსენა:
“1956 წელია. მეორე კურსზე ვართ. ჩვენი საკურსო სპექტაკლის შემდეგ მაყურებელთა დარბაზში ჩავედით და ეს ფოტო იქ გადავიღეთ…
ზურიკო ქაფიანიძეს ხედავთ? აკი გეუბნებოდით, თეატრალურში რომ მოვიდა, პატარა ბიჭი იყო-მეთქი, იღლიაში ამოვიჩრიდი და ისე დავდიოდით. აი, ბატონო, ნახეთ: ხომ ვარ ზურა ქაფიანიძეზე მაღალი? არავის სჯერა, არ იქნებოდიო… არადა, ვიყავი!
მერე გაიზარდა, ჩემო ბატონო! ვეხუმრებოდი: ბალახის ჭამამ როგორ გაგზარდა-მეთქი. ხორცი არ უყვარდა, მცენარეულ საჭმელს არჩევდა…”