გიორგი სუხიტაშვილი: “სამართლებრივი დავა მაქვს მაუწყებელთან”

გიორგი სუხიტაშვილი: "სამართლებრივი დავა მაქვს მაუწყებელთან"მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს სამართლებრივი დავა აქვს საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან:

“დღეს ბოლო ვიზიტი მქონდა გადაცემა “პიკის საათის” სტუდიაში, სამსახურის კომპიუტერში არსებული ჩემი მასალა გადავიტანე მეხსიერების ბარათზე და წამოვედი. კი, რა თქმა უნდა, მარტივი არ არის იმ ადგილის დატოვება, სადაც თითქმის 5 წელი ყოველდღიურად დადიხარ, ხსნი მიკროფონს და ამბობ “დილა მშვიდობისა”.

სამწუხაროდ, ყველაფერი ლამაზად არ სრულდება. მე სივი არ გამიგზავნია 2015 წელს საზოგადოებრივ მაუწყებელში და არც ვინმე ჩამირევია სამსახური რომ დამეწყო. სამწუხაროდ, მხოლოდ ეთერის დასრულების შემდეგ გავიგე, რომ მომდევნო ეთერი აღარ მექნებოდა და მხოლოდ ასე უნდა გადავუხადო მადლობა მსმენელს, ვინც მისმენდა და იღებდა ჩემგან ინფორმაციას, ემოციას და განწყობას, ასევე ბოდიში მინდა მოვუხადო მათ იმისთვის, რომ ეთერიდან ვერ მოვეფერე და თუნდაც მადლობა ვერ გადავუხადე.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, სამართლებრივი დავა მაქვს მაუწყებელთან თუ როგორ დასრულდება, ამასაც მოგვიანებით გაგაცნობთ.

აქვე გეტყვით იმასაც, რომ საზოგადოებრივ მაუწყებელში ბევრი ძალიან კარგი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი მუშაობს, რომლებიც მიყვარს და პატივს ვცემ თუმცა, აქ არის ერთი “მაგრამ” – თუ არ არის გზა, თუ არ არის იდეა, თუ არ არის ნება – (აქ ბევრი თუა კიდევ) არაფერი არ გამოვა და სულ “ვიღაცის” ან “ვიღაცეების” “ბრალი” იქნება.

ნებისმიერ შემთხვევაში წარმატებებს ვუსურვებ “საზმაუს” (ასე ვუწოდებთ ხშირად) და ვისურვებ ბევრად უკეთესს, ვიდრე დღეს ის არის.

P.S. განვიხილავ შემოთავაზებებს სხვა (ამ ან მონათესავე) სამსახურზე.”