15 აგვისტო, 2020

გია ნიკოლაძემ გალაკტიონის საიდუმლო ამოხსნა

გია ნიკოლაძე: "რა გვჭირს, რა ხდება ვინ იცის?"მომღერალმა, კომპოზიტორმა და პოეტმა გია ნიკოლაძემ გალაკტიონ ტაბიძის საიდუმლო ამოხსნა:

“გალაქტიონი გადმოხტა!
რას გეუბნები ხვდები?
ასე რატომაც მოიქცა
ამ სტრიქონებით ვყვები…
ის არ უყვარდათ კოლეგებს
არ პატიჟებდენ არსად…
მიუწვდომელი თამასა
ნაკურთხი ყავდათ თარსად…
მიტოვებული გენია
ლეჩკომბინატში იწვა…
სხვის სანახავად მისულან
ცხადი ლეგენდად იქცა…
გალა შემთხვევით ნახესო
ღია ფანჯრებთან მდგარი…
გულწრფელად მისალმებაში
არ აუბესო მხარი…
არ გადაკოცნის გენიოსს,
ბოლოს მწერალი ერთი…
ეს აღმოჩნდაო ამბობენ
ფიალის ბოლო წვეთი…
ღმერთი გენიოსს კი წყალობს
მაგრამ კაენი ერჩის
ის აბელთანაც შეჯვარდა,
მთავარ როლშია სკეჩის…
გენიოსების ცხოვრებას
ცუდად ამთავრებს ყველა…
მოცარტსაც არ აქვს საფლავი,
შურისგან ყველგან ბნელა…
გალაქტიონი გადმოხტა…
ვაჟა გაიქცა მთაში…
ნიკალა სულ მთლად აორთქლდა…
ილია მოკლეს გზაში…
ჯოჯო-ხეთია სოფელი,
აქ ღმერთის რჩეულს კლავენ…
იესოს ჯვარზე აცვამენ
და პირჯვარს ისახავენ…
გენიოსს კლავს და ვერ იტანს
ქვეყნად ვერცერთი ერი…
ფშაველამ წყენით აღწერა,
ვისაც ყავს ბევრი მტერი…
გალა ფანჯრიდან გადახტა…
მკვლელი კი კვლავაც დადის…
ბინდისფერია სოფელი
და დროც ამ ბინდში გადის…”