30 აგვისტო, 2020

გაბრიელ გარსია მარკესი ქალებზე

გაბრიელ გარსია მარკესი ქალებზეკოლუმბიელ მწერალს გაბრიელ გარსია მარკესს ქალებზე, უფრო სწორად ჭკვიან ქალებზე არაჩვეულებრივი ჩანაწერი აქვს:

“ბევრი კაცისგან გამიგია, რომ ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებს.

ასეთებს, ყოველთვის დაფიქრებისაკენ მოვუწოდებ ხოლმე.

ჭკვიანი ქალები გადაწყვეტილებებს დამოუკიდებლად იღებენ, საკუთარი სურვილები აქვთ და საზღვრებს თავად აწესებენ.

შენ არასოდეს იქნები მისი ცხოვრების ცენტრი იმიტომ, რომ მას საკუთარი ცენტრი აქვს. ჭკვიანი ქალი არასოდეს მოგცემს არც მისით მანიპულირების და არც შანტაჟის უფლებას. ის პასუხისმგებლობას თავად იღებს.

ჭკვიანი ქალები კამათში ერთვებიან, აანალიზებენ, ჩხუბობენ კიდეც. ისინი ერთ ადგილზე არ ჩერდებიან, წინ მიიწევენ.

მათ ცხოვრება შენამდეც ჰქონდათ და იციან, რომ მას შემდეგაც ექნებათ, როცა შენ წახვალ.
ის გაფრთხილებთ, თუმცა ნებართვას არ გთხოვთ.

ჭკვიანი ქალები წყვილში არც ლიდერს ეძებენ, რომელსაც გაჰყვებიან, არც მამას, რომელიც ცხოვრებისეულ პრობლემებს მოუგვარებთ, არც შვილს, რომლიც უნდა აღზარდონ. მათ არ უნდათ უკან მოგყვებოდნენ, არც წინ სიარული და შენთვის გზის გაკვალვა სურთ. მათ უბრალოდ შენს გვერდით სიარული უნდათ.

მათ კარგად იციან, რომ ცხოვრება ძალადობის გარეშე – უფლებაა და არა პრივილეგია, ან ფუფუნება.
ჭკვიანი ქალები გამოხატავენ სიბრაზეს, სევდას, სიხარულს და შიშსაც კი, იმიტომ რომ იციან, შიში მათ არ ასუსტებს და არც სიბრაზე აქცევთ “კაცურებად”. ორივე ეს ემოცია, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენი, მათ ადამიანურს ხდის.

ის თავისუფალია, რადგან იბრძოლა საკუთარი თავისუფლებისთვის. ის მსხვერპლი არ არის, ის გადარჩენილია.
არასოდეს სცადო მისი დაჭერა, რადგან აუცილებლად ეცოდინება როგორ გაიქცეს.

ჭკვიანმა ქალმა იცის, რომ მისი ფასი სხეულის ფორმებით არ განისაზღვრება. ამიტომ კარგად დაფიქრდი ვიდრე მის ასაკს, სიმაღლეს, სხეულის ფორმებსა და სექსუალობაზე იტყვი რამეს, რადგან ეს ემოციური ძალადობაა და მან ეს ძალიან კარგად იცის.

მოკლედ, ვიდრე იტყვი, რომ “ცხოვრებაში ჭკვიან ქალს ეძებ”, საკუთარ თავს ჰკითხე, მზად თუ ხარ მის ცხოვრებაში კუთვნილი ადგილის დასამკვიდრებლად.”