21 აგვისტო, 2020

დავეხმაროთ პიანისტ თაკო ჯინჭარაძეს

დავეხმაროთ პიანისტ თაკო ჯინჭარაძესახალგაზრდა პიანისტი თაკო ჯინჭარაძე გამოცდილი მუსიკოსებისა თუ პროფესორ-მასწავლებლების აზრით, საოცარი მუსიკოსია, რომელმაც ახლახანს მიიღო დასტური პოლონეთიდან – კრაკოვის კონსერვატორიიდან. ოცნების ახდენამდე კი ახალგაზრდა პაინისტს 4500 ევრო აშორებს.

გიორგი გიგაშვილი, პიანისტი:

“იმდენად დიდი ყურადღება, რომ ასეთი არ მითხოვია არასდროს!!!

დარწმუნებული ვარ, ყველამ კარგად იცით და ვინც არ იცით გაიგებთ პიანისტ თაკო ჯინჭარაძის შესახებ, რომელიც ჩემი და ბევრი ადამიანის, გამოცდილი მუსიკოსების, პროფესორ-მასწავლებლების აზრით არის საოცარი მუსიკოსი, რომელმაც სულ ახლახანს მიიღო დასტური პოლონეთიდან, კერძოდ კრაკოვის კონსერვატორიიდან.

ადამიანმა, რომელმაც მარტოდმარტო იშრომა, იწვალა, არავინ ჩაურევია და ასე ჩუმადაც აპირებდა იმ დეტალის მიჩქმალვას (და გაგიკვირდებათ, მისი ადამიანობის გამო ისე მოხდა, რომ ყველას დაგვიმალა გადასახდელი თანხის შესახებ): იარა სხვადასხვა ორგანიზაციებში, ეძებდა დამფინანსებლებს, ბიზნესმენებს, ადამიანებს, რომლებიც დაუფინანსებდენ 4500 ევროს!!! დიახ, 4500 ევროს!!!!!! მაგრამ ყველა ასეთი ორგანიზაციისგან უარი მიიღო…

ახლა გადავალ მთავარ თემაზე. მისმა მეგობრებმა ვიფიქრეთ და ყველას 2 წუთშივე გვქონდა პასუხი, რომ დაგვეწერა პოსტი, სადაც ხალხს, იმ კეთილ ხალხს, უბრალოდ ადამიანებს (იმიტომ რომ მგონია, ჩვენ ბევრად მეტი ძალა გვაქვს) იმ თანხით, რაც გვემეტება და გაგვაჩნია დავეხმაროთ უნიჭიერესსა და უკეთილშობილეს თაკოს, რომ აიხდინოს ის ოცნება და მიაღწიოს მაქსიმუმს, რისთვისაც იბრძოდა და რასაც მთელი გულით აკეთებს.

მეგობრებო, დავდებ ანგარიშის ნომერს, საიდანაც შეგვეძლება სულ მცირედით, მაგრამ გადამწყვეტი მნიშვნელობით დავეხმაროთ თაკოს!!!

GE97BG0000000791808900 – საქართველოს ბანკი. მიმღები: თამარ ჯინჭარაძე

GE18TB7456245061100059 – თიბისი ბანკი.
მიმღები: გიორგი გიგაშვილი. (თაკოს არ აქვს თიბისის ანგარიში)