20 აგვისტო, 2020

ბათუ დანელია – სიტყვასთან მოჭიდავე მარტოკაცი

ბათუ დანელია - სიტყვასთან მოჭიდავე მარტოკაციპოეტ ბათუ დანელიას მისი კოლეგა ვასილ ბესელია 70 წლის იუბილეს განსაკუთრებული ჩანაზერით ულოცავს:

“70 წლის პოეტი ქუჩაში დადის

გამოჩენილ ქართველ პოეტს 70 წელი შეუსრულდა-მეთქი დავწერე და ის დრო გამახსენდა, ბათუ დანელიაზე ბევრად ნაკლებ პოეტებს ხელისგულზე რომ ატარებდნენ და მათ დაბადების დღეებს იუბილე რომ ერქვათ.
გამოჩენილიცაა, გამორჩეულიც და დიდიც… ვინ შემედავება ამაში!

70 რომ შემისრულდება, გადავაბიჯებ ეზოდან და ვივლი და ვივლი, სანამ არ დავიღლები, რა ვქნა, აბა, სახლში არავინ მყავს და სტუმარს არ ველიო…

მაშინ საქართველოს ტელევიზიის ერთი არხი მუშაობდა და არაფერი გამორჩებოდა, დღეს უთვალავი არხია და დარწმუნებული ვარ, ბათუ არც ერთს არ გაახსენდება!

ზის სახლში ეს მარტოკაცი და სიტყვას ეჭიდება.
კიდევ კარგი, ჩვენ, მისმა მეგობრებმა ვიცით მისი ფასი!
იცის საქართველომაც, მაგრამ რა ქნას, არ ელექსება!

დიდხანს გევლოს, ჩემო ძმაო, „გულში სიმღერის მსუბუქ ზვირთებით“!
მერე შენი ლექსები გააგრძელებენ მარადიულ სვლას!”