ასეთია ტრაგედია ალექსანდრე ლორთქიფანიძისთვის

ასეთია ტრაგედია ალექსანდრე ლორთქიფანიძისთვისგადაცემა “წიგნების თაროს” წამყვანმა ალექსანდრე ლორთქიფანიძემ თავის ერთ-ერთ ჩანაწერს “ტრაგედია” უწოდა და მასში ადამიანების მიერ ტრაგედიასთან ბრძოლის სხვადასხვანაირი მეთოდები გააერთიანა:

“ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან ტრაგედიებს.
ერთნი ცდილობენ საზოგადოებას თანაგრძნობა გამოსტყუონ მუდმივი გლოვით.
მეორენი ცდილობენ ცხოვრება გააგრძელონ და უფრო მეტად გააქტიურდნენ.
მესამენი ეძლევიან თავდავიწყებას.
მეოთხენი შორდებიან წარსულს და რადიკალურად იახლებენ ცხოვრებას.
მეხუთენი თავს იკლავენ.
მეექვსენი გაურბიან რეალობას, ჭკუაზე იშლებიან, ანდა მეხსიერებას კარგავენ.
მეშვიდენი ბოროტდებიან, ჩადიან დანაშაულს და სხვისი გამწარებით იმშვიდებენ სულს.
მერვენი დუმან.
მეცხრენი თავს აფარებენ რელიგიას – ეკლესიებს, მეჩეთებს, ბუდისტურ ტაძრებს, სექტებს.
მეათენი ფილოსოფიურად უდგებიან საკითხს და ცდილობენ გადაიაზრონ მომხდარი.
მეთერთმეტენი ვარჯიშობენ, ერთვებიან სპორტში, თამაშობენ.
მეთორმეტენი მოგზაურობენ დაუსრულებლად, შორს, შორს, შორს.
მეცამეტენი იმდენს მუშაობენ, რომ ფიქრისთვის წამი არ რჩებათ.
მეთოთხმეტენი ნადგურდებიან.
ადამიანები სხვადასხვანაირად ებრძვიან ტრაგედიებს,
მაგრამ საბოლოოდ ყველა მარცხდება,
გარდა იმ ბავშვებისა, რომლებიც ტრაგედიამ შვა.
ტრაგედიის შვილებს არ ეშინიათ მძიმე რეალობის.
ტრაგედიის შვილები მძიმე რეალობით იკვებებიან,
როცა პური ობდება
და წყალი წყდება.”