2 აგვისტო, 2020

აკაკი ხორავას ზუსტი წინასწარმეტყველება

აკაკი ხორავას დაუვიწყარი ისტორია სანდრო ახმეტელზეალბათ ბევრისთვის დაუჯერებელია, მაგრამ მსახიობმა აკაკი ხორავამ საკუთარი გარდაცვალება ზუსტად იწინასწარმეტყველა.

ლოგინს მიჯაჭვული მსახიობი სიცოცხლის ბოლო დღეებში მარტოობას უჩიოდა, ადამიანებთან საუბრი ენატრებოდა, წუხდა, რომ მისი სახლის ტელეფონი დუმდა და არავინ ურეკავდა…

სიკვდილთან მებრძოლი აკაკი ხორავას ოთახიდან გამოსულმა ახლობელმა აღელვებულმა თქვა:

– იცით, ახლა რა თქვა აკაკიმ? – საშა, საშა, ხუთი დღეს შემდეგ შევხვდებითო…

მსახიობი მართლაც 5 დღის შემდეგ გარდაიცვალა.

თეატრმცოდნე ეთერ გუგუშვილი თვლიდა, რომ სანდრო ახმეტელის პიროვნება, რომელსაც აკაკი ხორავა საშას ეძახდა, მისთვის ყველაზე მტკივნეული და სათუთი თემა საკითხი იყო:

„სიკვდილის წინ ადამიანი მიუბრუნდა თავის სულსა და გულს და იგონებს ყველაზე მტკივნეულს, ყველაზე სადარდებელსა და განუკურნებელს…“

…როდესაც აკაკი ხორავას ცხედარი რუსთაველის თეატრიდან მთაწმინდაზე უნდა გადაესვენებინათ, ეროსი მანჯგალაძე კოლეგას ასე გამოეთხოვა:

„მშვიდობით ანზორ, მშვიდობით ოძელაშვილო, მშვიდობით კარლ მოორ, მშვიდობით დიდო ხელმწიფევ, მშვიდობით ოიდიპოს, მშვიდობით გმირო ოტელო, მშვიდობით პირველო არტისტო!“