9 აგვისტო, 2020

აი, რატომ უნდა ვიამაყოთ ქართველობით

"საქართველო ფსევდო ინტელიგენციის ქვეყანაა"ქართველობით რომ უნდა ვიამაყოთ ამის არაერთი განსაკუთრებული მიზეზი გვაქვს, მაგრამ მაია დვალიძემ ამჯერად მხოლოდ ის მიზეზები გააერთიანა, რომელიც წარმატებულ ქართველებსა და ამერიკას აერთიანებს:

“თქვენი ამერიკა რომ აღმოაჩინეს, იმ ექსპედიციაში კოლუმბს 2 ქართველი ძმაც ახლდა თან!

თქვენს სამოქალაქო ომში ქართველი იდეალისტებიც იბრძოდნენ!

თქვენი ავიაცია ქართველის ხელით შეიქმნა!

თქვენი “ამერიკული” საბალეტო სკოლა ქართველის ხელით შეიქმნა!

თქვენი ქალაქები თავის ცათამბრჯენებით, ქართველის ცემენტით აშენდა!

თქვენი პირველი მინის ქარხანაც ქართველის იყო!

ასე რომ გიყვართ “შობა”, ვინ შეგიქმნათ ნაძვის ხის მოსართავი სათამაშოები, ქართველმა ხომ არა?

პირველი “ამერიკული პარფიუმის სახლი” ქართველმა შექმნა!

მორგანთა რუსეთ-ამერიკის ბანკის ერთ-ერთი დამფუძნებელი ქართველი იყო!

ალმასის დამამუშავებელი საწარმო კანადაში, რომლითაც ამერიკაც ხეირობდა, ქართველის დაარსებულია!

წყნარი ოკეანის სანაპიროს ნავთობის კომპანიის ხელმძღვანელები ქართველები იყვნენ დიდი ხნის მანძილზე!

ნიუ-იორკს რომ ვიცე-მერი ჰყავდა ქართველი, რამდენი გააკეთა ქალაქისთვის, არ იცით ვითომ?

ყველაზე მთავარი მისცა ნიუ-იორკელებს – სუფთა წყალი!

3 მთავრობა გამოიცვალა და ის თავის პოსტზე რჩებოდა!

ქართველი იყო “ამერიკელი” მწერალი, რომლის წიგნიც მილიონ ნახევრიანი ტირაჟით გაიყიდა!

ერთ-ერთი საუკეთესო შემსრულებელ-პედაგოგი, პიანისტიც ქართველი გყავთ!

არც “ჰოლივუდში” აქვთ პატარა წვლილი შეტანილი ქართველობას!

5 წლის მანძილზე შეერთებული შტატების შეიარაღებული ძალების შტაბების მეთაურთა გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარედ ქართველი იჯდა!

ძმები მოლაშხიები,
ალექსანდრე ერისთავი (Prince Alexander Eristavi),
ალექსანდრე ქართველიშვილი (Alexander Kartveli) ,
გიორგი ბალანჩივაძე (George Balanchini),
გრიგოლ კობახიძე (George Kobi),
გიორგი მაჩაბელი (Prince Matchabelli),
ვასილ დუმბაძე  (Vaso Dumbadze),
დიმიტრი მეტრეველი (Mike Mito),
დავით და სერგო მდივნები (Prince David Mdivani, Prince Serge Mdivani),
კონსტანტინე სიდამონ-ერისთავი (Constantine Sidamon-Eristoff),
გიორგი პაპაშვილი (George Papashvili),
ლექსო თორაძე (Alexander Toradze)
ჯონ მალხაზ დავით შალიკაშვილი (John Shalikashvili)

აღვნიშნავ, რომ ეს არ არის სრული ჩამონათვალი მოვლენების და პიროვნებების!

უძველესი, უნიჭიერესი, უფლის მადიდებელი ერი ვართ, ჯერ მარტო დამწერლობა გვაქვს სამსახოვანი!

თქვენივე ინიციატივით კოსმოსში გაგზავნილი “ჩაკრულო”-ც გაიხსენეთ!

ხოდა, მოკლედ რომ ვთქვა, ნამუსი იქონიეთ რა!

პ.ს. გააზიარეთ, გაავრცელეთ ქართველებო, ნუ გრცხვენიათ მაგრები რომ ვართ!

“კავკასიურ რასაზე” ჩაამატეო, მთხოვენ და სიამოვნებით ვამატებ:

„კავკასიური სახეობა” – ადამიანთა ამ სახეობის სახელწოდება მე ავიღე კავკასიის მთების სახელიდან ორი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მისი სამეზობლო ტერიტორია, განსაკუთრებით ქედის სამხრეთი ფერდობი აწარმოებს კაცთა მოდგმის ყველაზე ლამაზ რასას, ვგულისხმობ ქართველებს; და იმიტომ რომ ყველა ფიზიოლოგიურ მიზეზებს, მივყავართ იქამდე, რომ თუკი სადმე ჩვენ უნდა განვათავსოთ კაცობრიობის ავტოქტონების (თავდაპირველი წევრების) საცხოვრებელი, ყველაზე დიდი ალბათობით ეს უნდა მოხდეს აქ.“ – იოჰან ფრიდრიხ ბლუმენბახი, ანთროპოლოგიის ფუძემდებელი.

და საერთოდ, პირველ  cowboy-ებს გურულებმა ასწავლეს საქმეო!”