30 ივლისი, 2020

ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი ფილმი

“ოქროს გლობუსისა” და “ოსკარის” ნომინანტი ქართველი რეჟისორის ზაზა ურუშაძის კიდევ ერთი ნამუშევარი – “ხაჯიბეი” მალე თურქეთისა და უკრაინის კინოთეატრებში გამოვა.

ფილმი საერთაშორისო პროექტია და მის შექმნაში რეჟისორმა ზაზა ურუშაძემ და პროდიუსერმა მირზა დავითაიმ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს.

შეძლებს თუ არა ამ ფილმის ნახვას ქართველი მაყურებელი, ამ ეტაპზე უცნობია.