12 ივლისი, 2020

ვინ ეთანხმებით გია ჯაჯანიძეს?

გია ჯაჯანიძე: "ეს არის ყველაზე დამღუპველი და გამანადგურებელი"ფსიქოლოგი და ტელეწამყვანი გიორგი ჯაჯანიძე საზოგადოებას იმ ძირითად საკითხებზე ესაუბრება, რომელიც ცხოვრებაში უმნიშვნელოვანესია:

“იცი, რომ სიგარეტის მოწევა მავნებელია და მაინც ეწევი.
იცი, რომ უძილობა მავნებელია და არ ცდილონ დაიძინო.
იცი, რომ აგრესია ანგრევს ადამიანის ჯანმრთელობას და მაინც აგრესიული ხარ.
იცი, რომ ამპარტავნება მომაკვდინებელი ცოდვაა და მაინც პატივმოყვარე, ამაყი და ეგოისტი ხარ.
იცი, რომ სხვისი უბედურება და წარუმატებლობა არ უნდა გაგიხარდეს, აუცილებლად იგივე დაგემართება, მაგრამ მაინც გიხარია.

იცოდე, რომ სხვის ჯინაზე გამარჯვება დამარცხებისთვის მზადებაა, მაინც გინდა გულზე გახეთქო სხვა.
იცი, რომ ამაოდ მეტყველება და ჭორაობა სასტიკად გავნებს, მაგრამ მაინც ინტერესდები სხვისი ცხოვრებით.
იცი და გაგიგია, ავის მქნელს, შვილები ან უშვილობა დასჯისო.

გგონია ყველაფერი იცი და ამ დროს, არ გინდა აღიარო, რომ არაფერი არ იცი.
გაუფრთხილდი და დააფასე ის, რაც გაქვს.
გაუფრთხილდი საკუთარ თავს და გეშინოდეს საკუთარი თავის.
მიხედე და გაუფრთხილდი საკუთარ ჯანმრთელობას, თორემ ის მაშინ მიგატოვებს, როცა ყველაზე მეტად დაგჭირდება.

იცი, რომ ყველაფერი წინ დაგხვდება – რაც იცი და რაც არ იცი.
ეცადე ყველაფერი გაიგო საკუთარ თავზე, საკუთარ შესაძლებლობებზე და საკუთარ მანკიერებაზე.
ადამიანებს არ უნდათ იხტიბარი გაიტეხონ, არ უნდათ სიმართლეს ჩახედონ თვალებში.
ადამიანი იღწვის თავისუფლებისთვის. ის ვერასოდეს ვერ მიაღწევს მას, სანამ თავად არ გახდება თავის უფალი.
თუ შეისწავლი საკუთარ თავს, თუ შეძლებ გამოიცნო საკუთარი მანკიერება, თუ შეძლებ ობიექტურად გაანალოზო ყველა შენი ფიქრი და ქმედება, მაშინ შენ მიიღებ ბედნიერებას და გექნება ჰარმონიული ცხოვრება.

ნუ იყურებით ცაში, ღმერთი ჩვენშია.
როგორც მოექცევი საკუთარ თავს და სხვას, ზუსტად ისე იცხოვრებ წასვლამდე.”