3 ივლისი, 2020

წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიის სასწაული

წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიის სასწაულიწმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესია თრიალეთის კალთებზე მდებარე სოფელ ხადიკში, წალკიდან სამ კილომეტრში მდებარეობს.

უძველეს მართლმადიდებლურ ეკლესიას მდინარე ფარავს. მხოლოდ წელიწადში ერთხელ, როდესაც მდინარეში წყლის დონე იკლებს, ეკლესია ყველასთვის ხილული ხდება.

ჩვენს წელთაღრიცხვამდე VIII საუკუნით დათარიღებული გორასამარხები ადასტურებს, რომ ამ ადგილას სიცოცხლე ჩქეფდა, თუმცა ჟამთასვლამ ამ ადგილებში ხან ბედნიერება, ხან კი უბედურება მოიტანა.

XIX საუკუნეში, როდესაც საქართველომ დამოუკიდებლობა დაკარგა, რუსებმა ამ ადგილებში ბერძნები ჩამოასახლეს. სოფელს ხაჟიკი სწორედ მათ უწოდეს. როდესაც კომუნისტებმა ამ ადგილას ჰესის მშენებლობა გადაწყვიტეს, მოსახლეობა შორს გადაასახლეს. მდინარე ხრამზე დაწყებულმა მშენებლობამ დაცარიელებული სოფლები დაფარა, მათთან ერთად წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელობის ეკლესიაც დაიფარა.