15 ივლისი, 2020

ტიციან ტაბიძის და კოლაუ ნადირაძის ფოტოს ისტორია

ტიციან ტაბიძის და კოლაუ ნადირაძის ფოტოს ისტორიამართალია, პოეტების ტიციან ტაბიძისა და კოლაუ ნადირაძის ეს ფოტო ცნობილია, მაგრამ მისი გადაღების ისტორია ბევრისთვის უცნობია:

“ალექსანდრეს ბაღში მე და ტიციანს, რამდენიმე სომეხი აგვიხირდა. რა უნდა გვექნა, მივაყუდეთ ერთმანეთს ზურგი და მუშტები ავამუშავეთ. ხუთ კაცს ყბები მივუნგრიეთ, დანარჩენები კი გაიქცნენ…

მოვიდა მილიცია, ჩვენ ვითომ სურათის გადაღება გვინდოდა, ფოტოგრაფთან შევცვივდით და ასეთ პოზაში გავჩერდით…

ეს სურათი იმ დღის სახსოვარია.”