თენგიზ აბულაძის “მონანიების” გენიალური ეპიზოდი

თენგიზ აბულაძის "მონანიების" გენიალური ეპიზოდირეჟისორმა თენგიზ აბულაძემ თავისი გენიალური ფილმი “მონანიება” წლების წინ გადაიღო, თუმცა რაც დრო გადის, ფილმი სულ უფრო აქტუალურია:

დემეტრე სამხარაძე:

“ქართულმა კინომ ეგრეთ წოდებული „ზასტოის” ეპოქაში ხომ სწორედ იმიტომ გაითქვა სახელი მსოფლიოში, რომ საუკეთესო ფილმებში ავტორები მარადიულ თემებს ეჭიდებოდნენ და იოლად უპირისპირდებოდნენ სოციალისტური რეალიზმის ესთეტიკას…

თენგიზ აბულაძემ, მართლაც, იგრძნო „კაცობრიობის სატკივარი”… ამიტომაცაა, ალბათ, რომ მისმა „მონანიებამ” ხელახლა გაუთქვა სახელი ქართულ კინოხელოვნებას. 80-იანი წლების მიწურულს ხშირად სწორედ ასე წერდნენ: „ქვეყანა, სადაც „მონანიება” გადაიღეს”…

თუმცა ამ ქვეყანას „მონანიების” გადაღება ძვირად დაუჯდებოდა, ალბათ, საბჭოთა სისტემას ნგრევა რომ არ დაეწყო.

და ბოლოს “ვარლამი არ მომკვდარა” – ეს სიტყვები თქვა ჩემმა ერთმა კარგმა მეგობარმა და მეც ვიმეორებ ამას!”