4 ივლისი, 2020

თემურ ყვითელაშვილის საიდუმლო

თემურ ყვითელაშვილის საიდუმლოვირტუოზი გიტარისტი თემურ ყვითელაშვილი უმაღლესი საშუმსრულებლო ხელოვნებით ათასობით გულშემატკივარს აჯადოებს. როგორც თავად ამბობს, მისი წარმატების საიდუმლო სწორი პრინციპებით ცხოვრებაა:

“ვცხოვრობ სწორი პრინციპებით და წესებით, ეს არ მოწონთ ვიღაცეებს, არ ვერგები არავის და არაფერს და მორჩა. როცა მეკითხებიან, შეცვლიდი თუ არა რამესო, ვამბობ, რომ არაფერს შევცლიდი, რადგან კმაყოფილი ვარ ჩემი ცხოვრების სტილით, ვამაყობ, რომ ყველაფერს საკუთარი შრომით მივაღწიე და ამაში ძვირია გადახდილი. ამაში, რა თქმა უნდა, ფულს არ ვგულისხმობ, იოლად არაფერი მომსვლია, თავდაუზოგავ შრომაზეა ლაპარაკი, მოვიკელი ცხოვრებაში ბევრი რამ, ბევრ პრობლემას გავუძელი და ვუძლებ დღესაც, მაგრამ არ წავედი იმ კომპრომისებზე, რაც შეურაცხყოფს ჩემს თავმოყვარეობას.

მთავარია, უკან რომ ვიხედები არაფრის მეშინია და ეს უდიდესი სიამოვნებაა!”