29 ივლისი, 2020

თბილისში უნიკალური ბუხარი მოიპარეს

თბილისში უნიკალური ბუხარი მოიპარესძველ თბილისში, პაოლო იაშვილის ქუჩაზე ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის საერთო დერეფანში მდგარი უნიკალური ბუხარი მოიპარეს, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში 5 ათას დოლარად იყიდება.

ინფორმაცია ნატა ფერაძემ გაავრცელა:

“ბუხარი იაშვილის ქუჩაზე, სახელმწიფოს კუთვნილ, ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე სახლის საერთო დერეფანში, მანამ ერთ-ერთ მაღაზიაში აღმოჩნდებოდა.

დააბრუნეთ თავის ადგილზე!

ვეტყვი შსს-ს სადაც დევს გასაყიდად 5000 დოლარად!

პ.ს. საქმე აღძრულია 177-ე მუხლის მე-2 ნაწ. “ა” ქვეპუნქტით, რაც ნიშნავს ქურდობას, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ფეჩი ნაპოვნია, ამოიღებს პოლიცია, შემდეგ უნდა გავაკონტროლოთ, დაამონტაჟონ თავის ადგილზე.”

თბილისში უნიკალური ბუხარი მოიპარეს