3 ივლისი, 2020

სპეციალური პრიზი რეჟისორ ზურაბ კანდელაკს

სპეციალური პრიზი რეჟისორ ზურაბ კანდელაკსრეჟისორმა ზურაბ კანდელაკმა ფესტივალის GRAND PRIX NOVA ჟიურის სპეციალური პრიზი მიიღო.

საქართველოს რადიოს რადიოთეატრის მთავარი რეჟისორის მინი რადიოსპექტაკლი „ჯ.ჯ.-ს ბარათი“ რუმინეთის ფესტივალის საუკეთესო ხუთეულში მოხვდა. ზურაბ კანდელაკმა მამუკა მაღულარიას პიესის „72 საფეხური უკვდავებამდე“ მიხედვით კორონავირუსის გამო მინი რადიოსპექტაკლი დისტანციურად ჩაწერა.

რუმინეთის საერთაშორისო რადიოდადგმებისა და მოკლე ფორმების ფესტივალის ჟიურიმ ქართველი რეჟისორი სპეციალური პრიზით „მისი უნიკალური და პოეტური ენის, რადიოკულტურის გამდიდრების, მრავალი ორიგინალური ნაშრომისა და რადიოს ხელოვნებისადმი თავდადებისთვის“ დააჯილდოვა.