27 ივლისი, 2020

სოლიდური ჰონორარი ბიძინა ივანიშვილზე ლექსისთვის

სოლიდური ჰონორარი ბიძინა ივანიშვილზე ლექსისთვისთუკი პოეტი ხართ, გეძლევათ შანსი, მიიღოთ სოლიდური ჰონორარი – 1000 ლარი ბიძინა ივანიშვილზე ლექსის დაწერისთვის.

ინფორმაციას პოეტი თემო ჭახნაკია ავრცელებს:

“ქველმოქმედ ბიძინა ივანიშვილზე ლექსი თუ გაქვთ მიძღვნილი, ან აწი მიუძღვნით, მომაწოდეთ…

ჯერჯერობით 45 დითირამბი შევაგროვე. ხარისხიანი და საკადრისი მიძღვნები ერთ კრებულად დაიბეჭდება ქართუ ბანკის დაფინანსებით, ჰონორარი თითო ავტორზე 1000-1000 ლარია.

იდეის ავტორს ჯერჯერობით არ სურს ვინაობის გამხელა, სიურპრიზს უკეთებს საოცარი დენდრო პარკისა და სამების ამშენებელს, დიდ მამულიშვილს.

ყველაზე გამორჩეული მიძღვნის ავტორებს ყოველთვიური სტიპენდიაც შესაძლოა დაენიშნოთ 500 ლარის ოდენობით.”