29 ივლისი, 2020

სიმართლე ზურა დოიჯაშვილზე

სიმართლე ზურა დოიჯაშვილზემომღერალი ზურა დოიჯაშვილი საქართველოდან წავიდა და თავის დამკვიდრება ისრაელში სცადა. სამწუხაროდ, ზურას ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერიოზული პრობლემები აქვს.

გია კორკოტაშვილი:

“ეს თბილისელი ბიჭი, რომელიც საქართველოში ყველას უყვარდა, დღეს ისრაელში რეანიმაციაში წევს, ღმერთმა უშველოს!

არ იკითხავთ რატომ? ერთ-ერთმა ბანკმა, დავადგენ ზუსტად და გავასაჯაროებ, სახლი წაართვა და ესე ნერვებდაგლეჯილი გაეცალა საქართველოს!

ვისაც მევახშეობით ოჯახები გყავთ გამოყრილი სახლებიდან ბანკირებო და მიკროსაფინანსოებო, თქვენ გეწიოთ მათი ბედი, სულ რომ ჩემი ძმა იყოს. ეგეთი ცხოვრების დედა ავატირე!

თქვენ უნდა მოგანდოთ მომავალი?

ადამიანების გარჩევა როდის უნდა ისწავლოთ, ხალხო, როდის?”