21 ივლისი, 2020

სერგო ზაქარიაძის წარმატების საიდუმლო

სერგო ზაქარიაძის წარმატების საიდუმლომსახიობ სერგო ზაქარიაძის თეატრალური თუ კინო როლები მაყურებელს ძალიან უყვარს.

მსახიობს გამორჩეულად საყვარელი როლი არ ჰქონია და მათზე ისე საუბრობდა, როგორც შვილებზე:

“მე ყოველი სახისადმი ერთნაირად ვარ განწყობილი.

ხომ არის როლები, რომლებიც არ გამოვიდა? მე ისინიც მიყვარს. უფრო მეტიც, იმ როლებმა შემაქმნევინეს უფრო ფასეული და დიდი.

ჩემი როლები შვილებად მყავს წარმოდგენილი. დედას ხომ არ შეუძლია, რომელიმე მათგანს დააკლოს სითბო და ზრუნვა…

ამას იმიტომ ვამბობ, რომ მე არ მითამაშია როლი, რომელზეც ღამეები არ მითენებია და თუ რომელიმე მათგანი უდღეური აღმოჩნდა, ისინი მაინც ღვიძლია, რადგან მათ უდღეურობაში მე უფრო მიმიძღვის წვლილი, ამიტომ მიყვარს ყველა ერთნაირად.”