სამარცხვინო ქმედება ილია ჭავჭავაძისადმი

ილია ჭავჭავაძის ყველაზე საყურადღებო რჩევა მშობლებსსაქართველოს ეკლესიის მიერ წმინდანად შერაცხული მწერლისა და პოეტის ილია ჭავჭავაძისადმი სამარცხვინო ქმედება ხორციელდება.

დუშეთში, სადაც ილია წლების განმავლობაში მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა და შემოქმედებით მოღვაწეობასაც ეწეოდა, მისი სახლ-მუზეუმი უმძიმეს მდგომარეობაშია.

გიორგი ტიგინაშვილი:

“ქალაქ დუშეთში გახლდით, სადაც ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი მოვიკითხე, მიმიყვანეს და იმდენად თავზარდამცემი და სამარცხვინო სურათი დამხვდა, რომ დაჯერება ახლაც ძალიან მიჭირს, თუ როგორ შეიძლება სახელმწიფომ, ან ეკლესიამ, კერძოდ კი ძეგლთა დაცვის სააგენტომ და საპატრიარქოს რესტავრაციისა და ხუროთმოძღვრების სამსახურმა, ასე უპატიოდ, გავერანებულ და სავალალო მდგომარეობაში მიატოვოს ასეთი სახელოვანი ქართველი მამულიშვილისა და წმინდანად შერაცხული პიროვნების სახლ-მუზეუმი. არადა აღნიშნულ შენობას, როგორც არქიტექტურული, ისე ისტორიულ-მემორიალური მნიშვნელობა აქვს!

P.S. ცნობისათვის: დაახლოებით 150 წლის წინ (1864-1873 წლებში) ილია ჭავჭავაძე მსახურობდა და შემოქმედებით მუშაობას ეწეოდა დუშეთში. იგი მომრიგებელ მოსამართლედ მუშაობდა და თითქმის ათი წელი ცხოვრობდა ამავე სახლში. მიუხედავად იმისა, რომ თავად მიეკუთვნებოდა დიდგვაროვანთა მაღალი წრის საზოგადოებას, ის გლეხების დაცვისა და მფარველობის გამო, დუშეთის მაზრის თავადაზნაურობასთან მათივე სიხარბისა და უბრალო საზოგადოებაზე ჩაგვრის მიზეზით მაინცდამაინც შეხმატკბილებული ვერ იყო და მათდამი ანტაგონისტურად იმსჭვალებოდა, რის გამოც ხსენებულ ვადაზე მეტად ის ვერ იგუეს…”

სამარცხვინო ქმედება ილია ჭავჭავაძისადმი

სამარცხვინო ქმედება ილია ჭავჭავაძისადმი

სამარცხვინო ქმედება ილია ჭავჭავაძისადმი