6 ივლისი, 2020

საგანგებო წერილი საქართველოს პატრიარქს

SOS! კულტურულ მემკვიდრეობას მიწისქვეშ მარხავენსრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარესს ილია მეორეს საგანგებო წერილით ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი მიმართავს:

“უწმინდესო და უნეტარესო, ეგებ ვინმე ღვთისნიერმა წაიკითხოს ეს პოსტი და ამბავი მოგიტანოთ:

ჩვენი საგანძური საფრთხეშია – ოქროს ფონდში არ მუშაობს ვინტილაციისა და აირმიწოდების სპეციალური აგრეგატი. გამომდინარე აქედან, ტემპერატურა მომატებულია. მაღალ ტემპერატურაზე კი ჟანგვითი პროცესი ძალიან სწრაფად ვითარდება. სახელმწიფოსთვის უმნიშვნელოა ის თანხა, რაც ახალი აგრეგატის შეძენაში შეიძლება დაიხარჯოს. ძველი აგრეგატი 1999-2000 წლებშია შეძენილი და 34 000 დოლარი დაჯდა.

ძვირფასო ფეისბუქმეგობრებო – აქვე შეგახსენებთ, რომ შალვა ამირანაშვილის ხელოვნების მუზეუმის ოქროს ფონდში აირმიწოდებისა და ვენტილაციის აგრეგატი 2019 წლის 3 ოქტომბერს მწყობრიდან გამოვიდა – ამ დანადგარს ყავლი გაუვიდა. იქიდან მოყოლებული დღემდე, საგანძურში ტემპერატურული რეჟიმი დარღვეულია.

აქ აღარ მოვყვები იმის წერას, ვის რამდენჯერ და როგორ მივწერე და ვუთხარი აღნიშნულის შესახებ, მაგრამ ყურს არავინ იბერტყავს.”