21 ივლისი, 2020

ყველაზე გულწრფელი ნანი ბრეგვაძე

ყველაზე გულწრფელი ნანი ბრეგვაძემომღერალი ნანი ბრეგვაძე ცდილობს ყოველთვის გულწრფელი იყოს და სწორედ ამ გულწრფელობისთვის უყვარს მაყურებელს:

“წლების მატებას არ განვიცდი. უბრალოდ, ხშირად ვფიქრობ იმქვეყნიურ ცხოვრებაზე. სიკვდილის არ მეშინია. ხშირად მიწევს ფრენა და უმეტესობას შიში აქვს ხოლმე. არის მომენტები, როცა რაღაც საფრთხე არსებობს, მაგრამ ამასაც სიმშვიდით ვხვდები. წავალ ამ ქვეყნიდან და გადავალ იქ, სადაც უფალი ყველას ელოდება.

ძლიერი ფსიქიკა მაქვს და ძალიან ხშირად ჩემი თავი ხელში ამიყვანია. ამაში კი უფალი ზემოდან მმფარველობს. ბევრი რაღაც გადავიტანე ცხოვრებაში, ბევრი არასასიამოვნოც, ცხოვრების გზა არ არის ია-ვარდებით მოფენილი, მაგრამ ამ ყველაფერს აქვს თავისი ახსნა. ე.ი. ეს ასე უნდა ყოფილიყო.

ნუთუ შეიძლება, არაფრის გჯეროდეს ადამიანს, დაიბადო და ასე უბრალოდ გაქრე? ეს წარმოუდგენელია. ადამიანისთვის ხომ სულია უმთავრესი, ხორცი არაფერია, სულიერია განწყობა, საქციელი. ადამიანი შინაგანად არის ლამაზი და ნებისმიერი პიროვნების სულიერება ყველაზე მკვეთრად ჩანს თვალებში. თვალებით შეიძლება გაიგოთ, როგორია ადამიანი.”