15 ივლისი, 2020

ქეთი მელქაძის არაჩვეულებრივი ინიციატივა

ქეთი მელქაძის არაჩვეულებრივი ინიციატივახელოვანი ქეთი მელქაძე არაჩვეულებრივი ინიციატივით გამოდის, რომელიც ჩვენი ქვეყნის გაჭირვებული მოსახელობის დახმარებაზეა გათვლილი:

“ჩემთვის ძვირფასებო, იდეები ბევრი მაქვს, მაგრამ ვერ ვანხორციელებ უფულობის გამო. ასეთი რამ ვიფიქრე, უამრავ თქვენთაგანს და არა მარტო, სურვილი აქვს ჩემი ნამუშევრების ნახვის. იქნებ ვინმეს ხელგეწიფებათ, რომ 150 კვადრატული მეტრის ფართი ვთხოვოთ მერიას, ან ვინმე შეძლებულ ადამიანს, რომ გვათხოვონ, ქალაქის ცენტრში გალერეის მოსაწყობად, ჩვენთვისაც და ტურისტებისთვის შესაძლებელი რომ იყოს მისი მონახულება. სიმბოლური ფასი – ბილეთი 10 ლარი და შემოსული თანხით ყოველ თვე, ერთად გადავწყვიტავთ თუ რომელ შეჭირვებულ ადამიანს დავეხმაროთ.

ნამუშევრები საკმაოდ მაქვს, მოწვევებიც საზღვარგარეთიდან, მაგრამ მგონი მოვახერხებ საგამოფენო დარბაზის შევსებასაც და გამოფენით გასვლასაც ისე, რომ არაფერი გავაფუჭო. თან, ხომ ვმუშაობ და მიქაელიც ჯერ, მგონი, არ ჩანს.

გვექნება ჩვენი სივრცე, გვექნება შესაძლებლობა ერთმანეთს დავეხმაროთ, შევიკრიბოთ ხოლმე და “შუშის” გარეშე ვეფეროთ ერთმანეთს. მასტერკლასებს ჩავატარებ თვეში ერთხელ და შემოსული თანხაც ბილეთებიდან შემოსულს დაემატება. შუქის ფულს და თანამშრომლის ხელფასს გავისტუმრებთ როგორმე. დარჩენილი თანხა სრულად გავცეთ.

ბევრი ადამიანი მთხოვს დახმარებას, მაგრამ, ეს მხოლოდ ჩემი ნერვების ფასად მიჯდება და ჩემი უძლურება ხშირ შემთხვევაში მაფიქრებს, რომ ალბათ არასწორად ვიცხოვრე… არასწორად ვიცხოვრე, რადგან მატერიალურ კეთილდღეობაზე არასდროს მიფიქრია. მე კი ვთვლი, რომ ფულის გარეშეც უმდიდრესი ადამიანი ვარ. ადამიანი ადამიანის ადამიანობით ადამიანობს!”