9 ივლისი, 2020

ქეთი დოლიძე გეგა კობახიძეზე

ქეთი დოლიძე: "ერთმა მსახიობმა მიჩივლა"რეჟისორი ქეთი დოლიძე მსახიობ გეგა კობახიძეზე პირველად ყველა ამბავს, რომელიც მისი შეწყალების შესახებ შეგროვებულ ხელმოწერებს შეეხება:

“პირველად ვყვები ამ ამბავს: გეგას ამბავის მერე ბევრმა მოვაწერეთ ხელი გეგას და ბიჭების შეწყალების წერილს!
მერე დაიწყო კგბ-მ ზეწოლა, რომ ადამიანებს უკან წაეღოთ ხელმოწერა!
დადგა ჩემი რიგი.
დამიბარეს რეზო ჩხეიძის კაბინეტში!
შევედი და რეზო ჩხეიძის სავარძელში ზის კგბ-ს უსახური, გარეწარი ტიპი.
მე უკვე გადაღებული მყავს ჩემს ორ ტელესპექტაკლში გეგა.
“წაიღეთ თქვენი ხელმოწერა და ამით გადაარჩენთ გეგასო”.
მე ვუპასუხე: “მამამ ბავშვობაში ისეთი კალმისტარი მაჩუქა, ხელს რომ ვაწერ, არ იშლება ჩემი ხელმოწერა-თქო”.

შევაქციე ზურგი და გამოვედი!
გამომყვა რეზო ჩხეიძე და გადამეხვია…
ორივე ავტირდით!
ჩემი გეგა!
სპექტაკლი “გაკვეთილები” კგბ-მ წაშალა, დარჩა “დღესასწაული!”
ჩემი გეგა!
წაწყდით, კგბ-ს ნაშიერებო!”