პოეტი გენრი დოლიძე პოლიტიკაში

პოეტი გენრი დოლიძე პოლიტიკაშიპოეტმა გენრი დოლიძემ მის ცხოვრებაში ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო და პოლიტიკაში წავიდა:

“წილი ნაყარია, რუბიკონი გადალახულია!

დღეიდან ახალ ამპლუაში, როგორც პოლიტიკური პარტიის ლიდერი, სხვა ფლანგიდან გავაგრძელებ ბრძოლას, ქვეყნის უკეთესობისთვის!

ჩემს გულშემატკივრებს კი, ვინც ხშირად მეკითხება “პოეტ კაცს პოლიტიკაში რა გინდა?” და “პოლიტიკა ბინძური საქმეა, გაისვრებიო” – მინდა ვუპასუხო:

პოლიტიკაში სიამოვნებით არ მოვდივარ, პირიქით, ეს კომფორტის ზონიდან გამოსვლაა ჩემთვის, “ქვეყნის სამსახური ყველგან მსხვერპლია და არა სეირი”-ო – ილია ამბობს….

თქვენ რომ პოლიტიკა წარმოგიდგენიათ, შავი ჯიპები, ეგზოტიკური მივლინებები და დიდი კაბინეტები სავარძლებით, ეგ პოლიტიკა კი არაა, – ვაზელინი და ხელისუფალთან კონფორმიზმია, მე რომ პოლიტიკაში მოვდივარ, იქ არის მუდმივი ბრძოლა, უსაფუძვლო ბრალდებები, დაუმსახურებელი აგრესია, მიტინგები, დარბევები… დიახ, ბინძური საქმეა, მაგრამ საქვეყნო საქმეა და ვიღაცამ უნდა დაიკაპიწოს ხელები, რომ ამ სიბინძურისგან გაწმინდოს ეს ქვეყანა.

ჩემი პოეტობა არსად არ მიდის, ის ჩემი ისეთივე ნაწილია, როგორც სახელი, გვარი, პროფესია და ეს ორი ამპლუა სულაც არ უშლის ერთმანეთს ხელს… პირიქით, როცა ქვეყნისა და სინდისის წინაშე პირნათელი ვიქნები, როგორც მოქალაქე, ჩემი პოეზიაც უფრო გულწრფელი და მართალი იქნება ჩემთან ერთად!…

და ბოლოს, მინდა, გავიხსენო მერაბ კოსტავა და ზვიად გამსახურდია, ორივე თავისი დროის საკმაოდ აღიარებული პოეტი იყო, მათაც რომ ასე ეფიქრათ, პოლიტიკა არ არის პოეტების საქმეო და მარტო ლექსები ეწერათ, დღეს გვექნებოდა ორით მეტი კრებული და ერთით ნაკლები სამშობლო!…

გენრი დოლიძე, აწ უკვე პარტია ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები -ს პოლიტსაბჭოს წევრი…”