25 ივლისი, 2020

ნატალია ქუთათელაძის პროტესტი

ნატალია ქუთათელაძის პროტესტი ოპერის მომღერალი ნატალია ქუთათელაძე საჯაროდ საუბრობს ყველა იმ თემაზე, რომელიც მისთვის მიუღებელია.

ამჯერად ხელოვანის პროტესტი რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ დაგეგმილმა რეაბილიტაციამ გამოიწვია:

“უკვე სიტყვებიც არ მყოფნის იმის გამოსახატად, რასაც ჩვენ ქალაქს ეს ბანძი უგემოვნებო და უთავმოყვარეო ადამიანები უკეთებენ წლების მანძილზე!

არქიტექტორებო, თქვენ არ გაწუხებთ ეს პრობლემა? სადღაც რო ზიხართ ჩუმად და ხმას ვერ იღებთ და უყურებთ ამ მარაზმს, არ გცხვენიათ?

ან საერთოდ რატო არასდროს არაფერზე არ გვაქვს ადექვატური რეაქცია მოქალაქეებს? მოგწონთ ის ხედი, რასაც თქვენი აივნებიდან უყურებთ? ალბათ მოგწონთ…”

ნატალია ქუთათელაძის პროტესტი