30 ივლისი, 2020

მუხრან მაჭავარიანის ორიგინალური ეპიტაფია

არავითარი /უმცირესიც/ აღარ მაქვს ეჭვი! - მუხრან მაჭავარიანიპოეტმა მუხრან მაჭავარიანმა შთამომავლობას თავისი საფლავის ქვაზე წასაწერად ყველაზე ორიგინალური ეპიტაფია ჯერ კიდევ 1995 წელს დაუწერა:

“ჩემი ეპიტაფია

წასაწერი საფლავის ქვის ორივე მხარეზე: (ქვედაზეც, ზედაზეც – მკვდარმაც რომ წაიკითხოს და ცოცხალმაც).

შენი არ იყოს, — ჩემო ირაკლი! —
ვერ ვიდევგმირე! — ვერ ვიწინაპრე! —
ჭირმა ჩემმა და ჩემმა სილაღემ! —
მამულმა შენებრ შემიწირა მე.”